ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი / Centraluri gatbobis qvabis montaji
ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სასურველი საშუალებაა სახლში სრული კომფორტის შესაქმნელად, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს სითბოსა და ცხელი წყლის მუდმივ მოწოდებას თქვენი სახლის ნებისმიერ წერტილში.
ცენტრალური გათბობის ქვაბის დამონტაჟებამდე შეარჩიეთ სასურველი ტიპის ქვაბი
ცენტრალური გათბობის ქვაბის ტიპის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად და ხარისხიანად იმუშავებს თქვენი გათბობის ქვაბი. სათანადო გაკეთება გათბობის ქვაბის არჩვისას ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, გაქვთ თუ არა გაზის კავშირი სახლში, ასევე რამდენად ხშირად მოითხოვთ ცხელი წყლის მიწოდებას, რამხელა სივრცე გაქვთ და კონკრეტულად რის ფუნქციონირებას ანიჭებთ უპირატესობას.
ზოგადად, არსებობს უამრავი ცენტრალური გათბობის ქვაბის ტიპები, რომლის დამონტაჟებასაც სახლში შეძლებთ, თუმცა სასურველია კარგად გაერკვიოთ, თუ რომელი ტიპის ქვაბია, თქვენთვის ყველზე მოსახერხებელი.
არსებობს შემდეგი გათბობის სისტემის ქვაბის სახეობები, როგორიცაა გაზის, ელექტრო, სამრეწველო (ორთქლის ქვაბი), მყარი საწვავის (მაგ: შეშა, ქვანახშირი) და თხევადი საწვავის (მაგ: ბუნებრივი აირი, დიზელი) ტიპები.
მათგან, საყოფაცხოვრებო მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება გაზის გათბობის სისტემის მქონე ქვაბი, რომელიც შედარებით ეკონომიურია და უშუალოდ გაზით რეგულირდება.
არსებობს ორი სახის ცენტრალური გათბობის ქვაბი ერთკონტურიანი და ორკონტურიანი. გაითვალისწინეთ, რომ ერთკონტურიანი გათბობის ქვაბი ორკონტურიან გათბობის ქვანბთან შედარებით უფრო გამძლე და შეიძლება ითქვას მარტივი გამოსაყენებელიცაა. მაგალითად, თუ სათანადოდ აღარ მუშაობს თქვენი ერთკონტურიანი ცენტრალური გათბობის ქვაბი, თქვენ მაინც ხელმისაწვდომი გექნებათ ცხელი წყალი, ვინაიდან ერთკონტურიან გათბობის ქვაბზე, ძირითად შემთხვევაში, დამატებით მიერთებულია წყლის დამაგროვებელი და გამაცხელებელი, ე.წ. ბოილერი.
მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ორკონტურიანი გათბობის ქვაბი გამოდის მწყობირდან? თუ დროთა განმავლობაში ორკონტურიანი გათბობის ქვაბი მწყობრიდან გამოვიდა თქვენ დარჩებით როგორც ცხელი წყლის, ისე გათბობის გარეშე. არჩევანი კი ამ ორი სახის ცენტრალური გათბობის ქვაბის შერჩევაზე, სრულიად თქვენზე და თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული.
ერთკონტურიან ცენტრალური ქვაბს აქვს ერთი სპირალი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ გათბობის მიზნით შეიძლება. რაც შეეხება ორკონტურიან გათბობის ქვაბს, იგი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს და გამოგადგებათ, როგორც ცხელი წყლის მთავარ მომწოდებელ წყაროდ, ისე გათბობის მიზნითაც, ვინაიდან მას, ერტკონტურიანი ქვაბისაგან განსხვავებით აქვს ორი სპირალი.
*შენიშვნა - იმ შემთხვევაში თუ გაქვთ წყლის ელეტრო გამაცხელებელი, ე.წ. ბოილერი, მაშინ ერტკონტურიანი გათბობის ქვაბი ხელსაყრელი იქნება საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის.
როგორი ფუნქციონირებისა და სიმძლავრის ცენტრალური გათბობის ქვაბი გჭირდებათ?
გარდა გათბობის ქვაბის ტიპში გარკვევისა, სჭიროა იცოდეთ, თუ რა ფუნქციების შესრულება შეუძლია თქვენს მიერ შერჩეულ გათბობის ქვაბს. როგორც წესი, ცენტრალური გათბობის ქვაბები არაერთი პარამეტრით განსხვავება ერთმანეთისაგან. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ გათბობის ქვაბები მათი გათბობის ტემპერატურის ხარისხითა და ფუნქციონირებით.
ზოგიერთი ცენტრალური გათბობის ქვაბი გათვლილია დაბალი ტემპერატურისათვის (დაახლოებით 40 - 60 °С), რომლითაც იგი წყალს აწვდის სახლში / შენობაში განთავსებლ რადიატორებს და შესაძლებელია წყლის მიწოდება იატაკის გათბობის სისტემაშიც, რაც უზრუნველყოფს სრულ გათბობასა და კომფორტს მინიმალური ენერგიის მოხმარებით. რაც შეეხება მაღალი ტემპერატურის (დაახლოებით 80 - 85 °С) მქონდე ცენტრალური გატბობის ქვაბებს, ამგვარი ტიპის ქვაბები ძირითადად კლასიკური გათბობის სისტემისთვისაა ხელსაყრელი.
გარდა ზემოთაღნიშნული ფუნქციისა, გათბობის ქვაბის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, არამარტო მაღალი და დაბალი ტემპერატურის ქონას, არამედ თავად ქვაბის სიმძლავრესა და გამძელობას, კონტურების რაოდენობას (იხ. ზემოთ). ამასთან, საყურადღებოა ბუნებრივი და იძულებითი ცირკულაციისათვის გამოსაყენებადი ქვაბები, სივრცეში განთავსების ტიპითაც განსხვავებიან ქვაბები ერთმანეთისგან (მაგალითად, არსებობს როგორც კედლის, ისე დასადგამი ქვაბები).
ასევე, არჩევანის გაკეთება მოგიწევთ ცენტრალური გათბობის ქვაბის წვის გამოყოფის მიხედვით, რომელიც ორი: ღია და დახურული წვის კამერის სახით გამოირჩევა.
ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი და გასათვალისწინებელი ფაქტორები
მას შემდეგ, რაც აარჩევთ სასურველი ტიპისა და ფუნქციონირების ცენტრალური გათბობის ქვაბს, შესაძლებელია მისი მონტაჟის დაწყება. როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობს ცენტრალური გათბობის ქვაბის რამდენიმე ტიპი და მოდელი, შესაბამისად სამონტაჟო პარამეტრები და ეტაპები დამოკიდებულია თავად გათბობის ქვაბის სახეობაზე.
სამონტაჟო გზები ცენტრალური გათბობის ქვაბის დაინტალირებისათვის იყოფა ორგვარად: იატაკისა და კედლის გათბობის ქვაბის მონტაჟის ტიპებად, ანუ ამ ორი სახეობის გათბობის ქვაბისათვის, ერთი და იმავე სამონტაჟო პროცედურა არ გამოგვადგება. მაგალითად, იატაკის ცენტრალური გათბობის ქვაბი დამონტაჟებულია პირდაპირ იატაკზე, ან/და იგი შესაძლოა ჩამაგრებული იყო ადრე არსებული ძველი გათბობის ქვაბის ადგილზე, რომლისთვისაც თავიდანვე მომზადებული და გამოყოფილი იყო სალხის საძირკველი.
რაც შეეხება, კედელის ცენტრალური გათბობის ქვაბს, იგი ჩვეულებისამებრ შესაძლებელია დამონტაჟდეს სახლის / შენობის ნებისმიერ კედელზე. თუმცა, სიტყვა ნებისმიერმა არ დაგაბნიოთ, მანამ სანამ გადაწყვეტთ რა ადგილზე დაამონტაჟოთ გათბობის ქვაბი, გადახედეთ თქვენი სახლის გეგმას და გაზისა და წულის გაყვანილობას, შემდეგ კი ყურადღებით აირჩიეთ სათანადო ადგილი, საიდანაც გათბობასა და წყლის მომარაგებს შეძლებს შენობის ყველა სივრცეში.
იატაკის ცენტრალური გათბობის ქვაბის (ან დასადგომი ქვაბის, (იხ. ფოტო)) მოდელის უმეტესი ნაწილი უფრო მოსახერხებელია დასამონტაჟებლად, ვიდრე კედლის გათბობის ქვაბი, ასევე მსგავსი ტიპის მოდელები გამოირჩევა უსაფრთხოებითა და მუშაობის ხმაურის დაბალი დონით.
მაგალითად, იატაკზე დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბი უზრუნველყოფს დიდი სივრცის სწრად ტემპში გათბობას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მის დასამონტაჟებლად დაგჭირდებათ სპეციალიზებული მინი ოთახის გამოყოფა, ე.წ. საქვაბესაც უწოდებენ. ამ პატარა ოთახში დამონტაჟებული იქნება გათბობის ქვაბი სხვა მომარაგების მილებთან ერთად. გარდა ამისა, დამონტაჟებისას წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ რომ ოთხაში, რომელშიც დასადგომ გათბობის ქვაბს დაამონტჟებთ, დაპროექტებული გაქვთ საკვამური მილი, რომლის გარეშეც, ქვაბი თავის დავალებას ვერ შეასრულებს.
ამგვარი მოდელის გამოყენება ერთი მხრივ უკეთესი ვარიანტია, რადგან ხშირად საკმაოდ ძნელია იატაკის გათბობის ქვაბი შეუფერო სახლის ინტერიერს, მისი ,,დამალვა”, მაინც უმჯობესია და უფრო კომფორტულიც; თუმცა, საჭიროებს დამატებითი ფართის გამოყოფას, რაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს იატაკის გათბობის ქვაბის მომხმარებლებლისათვის.
რაც შეეხება კედლის ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟს, აქ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტი, რომ იატაკის გათბობის ქვაბისგან განსხვავებით, კედლის ცენტრალური გათბობის ქვაბი უფრო მცირე ზომის, წონის და ნაკლები სიმძლავრისაა, რადგან იგი კედელზე უნდა იყოს დამაგრებული და შესაძლოა კედელმა ვერ გაუძლოს ისეთ დატვირთულობას, როგორსაც მაგალითად იატაკის ქვაბი საჭიროებს. გარდა ამისა, კედელზე დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბი უფრო იაფია, იატაკის ქვაბთან შედარებით, მაგრამ ფასის მიხედვით ნუ იმსჯელებთ, რადგან კედელზე დამონტაჟებული გათბობის ქვაბი იატაკის ქვაბის მსგავად სწრაფად ვერ ახერხებს მუშაობასა და ფუნქციონირებას.
ამასთან ერთად, დამონტაჟებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ტექნიკური მხარე, კერძოდ, კედელზე დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბის მოწყობილობის გამოყენებისას თქვენ დაგჭირდებათ მუდმივი მაგისტრალური კავშირი. ასევე, კედლის ცენტრალური გათბობის ქვაბის დამონტაჟებისათვის, თქვენ არ დაგჭირდებათ ცალკე ფართის გამოყოფა, როგორც ეს იატაკის ქვაბის მოდელის შემთხვევაშია საჭირო, ვინაიდან, მისი მცირე მოცულებისა და სიმძლავრის გამო კედლის ქვაბის მონტაჟი დასაშვებია სახლში ცალკეული ოთახის გამოყოფის გარეშე.
ცენტრალური გათბობის ქვაბის დამონტაჟებისას საჭიროა გაითვალისწინოთ მეტნაკლებად ყველა სავარაუდო ტიპის პრობლემა, რაც შეიძლება პირდაპირ ან არა პირაპირ იყოს დაკავშირებული გათბობის ქვაბის მუშაობის შეფერებასთან. მაგალითად, როგორც წესი, ცენტრალური გათბობის ქვაბის ავტომატიკა მუშაობს დაახლოებით 220 ვოლტ ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, თუ კი ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება თქვენს სახლში / შენობაში ავტომატურადვე გაითიშება თქვენი ცენტრალური გათბობის სისტემაც, რაც აუცილებლად დისკომფორტს შეგიქმით, რადგან შეიძლება აღმოჩნდეთ ფაქტის წინაშე, როდესაც ცხელი წყალი ან/და გათბობა არ გაქვთ საჭირო დროს.
თუმცა, არსებობს ორი შესაძლო გზა ამგვარი პრობლემის თვაიდან ასაცილებლად. გათბობის ქვაბის დამონტაჟებისას რეკომენდირებულია ცვალებადი დენის აკუმულატორის დაყენება ცენტრალური გათბობის ქვაბის სისტებაში. რისთვის არის საჭირო ამ ტიპის აკუმულატორი? თუ კი მას დაამონატაჟებთ დღის განმავლობაში, გარკვეული დროის განმავლობაში (რაც დაახლოებით 1 საათიდან 1 დღემდეა შესაძლებელი) შეუძლია თქვენს დამონტაჟებულ აკუმულატორს გადასცეს საჭირო ელექტროენერგია ცენტრალური გათბობის ქვაბს, რისი მეშვეობითაც გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგება არ შეფერხდება.
რაც შეეხება მეორე შესაძლო გზას, ეს მდგოამრეობს შემდეგში: ცენტრალური გათბობის ქვაბის დამონტაჟებისას დააყენეთ ავარიული გენერატორი გათბობის ქვაბის სისტემაში, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვისას ავტომატურად ჩაირთვება და ცენტრალური გათბობის ქვაბს უზრუნველყოფს და მიაწოდებს საჭირო ელექტროენერგიას.