ციკლოვკა, ციკლოვკის ხელოსანი (იატაკის მოხვეწა) / ciklovka, ciklovkis xelosani (iatakis moxvewa)
იატაკის მოხვეწა ზოგადი მიმოხილვა
დღესდღეობით, საკმაოდ აქტუალურია ისეთი სარემონტო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ბუნებრივი მასალები, მაგალითად: ხის იატაკი. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ტრადიციოული და თანაც ბუნებრივი, ვიდრე ხის იატაკი? არ აქვს მნიშვნელობა ხის ფიცარია თუ პარკეტი, თითქმის ნებისმიეი ტიპის ინტერიერს კარგად ერგება ხის მასალით გაკეთებული ავეჯი, კედელი, და მათ შორის იატაკი. ამის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გამარტივდა უკვე მოძველებული და შესაძლოა დაზიანებული ხის იატაკის განახლება, რასაც იატაკის მოხვეწა ჰქვია, იგივე ციკლოვკა.
იატაკის მოხვეწა ხის იატაკისთვის სიცოცხლისუნარიანობისა და გამძლეობის გასახანგრძლივებლად საკმაოდ ხელსაყრელი და ეფექტური საშუალებაა. ინტერიერის დიზაინი საბოლოოდ, როგორც წესი, ხის იატაკის გათვალისწინებით იქმნება. შესაბამისად, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ხის ფიცარს აგებთ თუ ახალ ხის პარკეტს, ან თუ ძველი ხის იატაკის განახლებას (იატაკის მოხვეწა) აპირებთ, ყველა შემთხვევაში ბოლოს იატაკის ზედაპირის დაფარვა საწირო იქნება სპეციალური დამცავი ფენით (ხშირად, ლაქის მეშვეობით ხდება მისი დაფარვა).
რა არის საჭირო ციკლოვკა/იატაკის მოხვეწის შესრულებისთვის?
პრაქტიკულად ციკლოვკის დამოუკიდებლად გაკეთება შეუძლებელია, რადგან ხის გახეხვა, იტაკის მოხვეწა, არის პროცესი, რომლის დროსაც საჭიროა სპეციალური მექანიზმების გამოყენება და თვითნაკეთი საშუალებები ამ შემთხვევაში არ გამოდგება. შესაბამისად, თუ გსურთ იატაკის მოხვეწა, იატაკის განალება, საჭიროა გამოიყენოთ სპეციალური აპარატები, როგორც იატაკის ზედაპირისთვის, ისე მისი კუთხეებისთვის. ამ ტიპის აპარატების შეძენა ძვირია, რადგან მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია და რეალურად მათი შეძენა შეაუსაბამოა პირადი მოხმარებისთვის.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ ყველა ტიპის ხის იატაკს, ფიცარსა თუ ხის პარკეტს არ შეიძლება ჩაუტარდეს ციკლოვკა, ვინაიდან ამ დროს ხის პარკეტი თხელდება, იატაკის მოხვეწა კი უსასრულოდ არ შეიძლება. იმისათვის, რომ ხის პარკეტი მოიხვეწოს აუცილებელი პირობაა, რომ მას გააჩნდეს შესაბამისი მდგომარეობა - ანუ იატაკს უნდა ჰქონდეს მოხვეწადი სისქე. იატაკის მოხვეწადი სისქე არის ტერიტორია იატაკის ღარიდან თვით ზედაპირამდე. იატაკის მოხვეწის დასრულების შემდეგ, ხის პარკეტი, იატაკი როგორც წესი 0,5 მმ დან დაახლოებით 1 მმ -მდე თხელდება. ამის გათვალისწინებით, თუ გსურთ რომ თქვენი ხის პარკეტმა დიდხანს გაძლოს, არ უნდა აციკლოვკოთ ხშირად.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ არ და ვერ გაუკეთდება ხის პარკეტს ციკლოვკა არის შემდეგი: თუ, მაგალითად, თქვენი ხის პარკეტი ყანყალებს, ანუ ამოვარდნილია, მაშინ ამ სიტუაციაში ჯერ ხის პარკეტი უნდა გამაგრდეს და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს მისი მოხვეწა.
ციკლოვკის ხელოსანი გამოძახებით
რეალურად შეუძლებელი არაფერია, თუმცა პრაქტიკულად თუ მივუდგებით, არ არის ხელსაყრელი სახლში დამოუკიდებლად ციკლოვკის გაკეტება, მით უმეტეს თუ არ გაქვთ საწირო აღჭურვილობა ან დარწმუნებული არ ხართ სწორად როგორ კეთდება. რეკომენდირებულია დაიქირავოთ, გამოიძახოთ კომპეტენტური სპეციალისტი, ციკლოვკის ხელოსანი, რომელიც ამ ყველაფერს ყველა წესისაა და სტანდარტის დაცვით შედარებით მოკლე დროშიც შეასრულებს.
ციკლოვკის დაწყების წინ, ოთახი, რომელშიც უნდა იატაკის მოხვეწა უნდა შესრულდეს, აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერი ავეჯისაგან თუ ნივთისგან დაცლილი, ეს იქნება უძრავი ნივთები, როგორიცაა საწოლი, კარადა, თუ მოძრავი ავეჯი, მაგალითად ბორბლებიანი კარადა, და ა.შ. თქვენი ძველი ხის პარკეტის განახლების, (იატაკის მოხვეწის / ციკლოვკის) შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ და შეამოწმოთ საფუძვლიანად, რომ პარკეტი, ან ხის ფიცარი (რომელიც გამოყენებული გაქვთ) საკმარისად მყარია, არ მოძრაობს და ამოვარდინილი არ არის გარკვეულ ადგილებში.
გაითვალისწინეთ: ციკლოვკის სპეციალური აპარატი, როგორც წესი აღჭურვილი უნდა იყოს მტვერის შემგროვებელი ჩანთით, რადგან ამ მუშაობისას გამოყოფილი მტვერი გარეთ არ გაიფანტოს. თუმცა, ყოველთვის 100 პროცენტით დაცული ვერ იქნებით ამისაგან. რეკომენდირებულია, მუშაობის დაწყებამდე დაიკეტოს სხვა ოთახების კარებები, იმისათვის, რომ ზედმეტი მტვერი არ გაიფანტოს აღნიშნული ოთახიდან. ასევე გახსოვდეთ, რომ ხის იატაკი კარგად უნდა მოიშქურკოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მოზუმფარდეს. ზუმფარა შქურკის ქართული სახელია, ანუ მოზუმფარება მოშქურკვა უნდა იყოს.
რეკომენდირებულია, რომ ხის იატაკი თანაბრად კარგად მოზუმფარდეს. ასე ამგვარად, ზეთის ან/და ლაქის წასმის შემდებ, ერთგვაროვანი ხდება ხის იატაკის ვიზუალი.
ციკლოვკის სახეები
იატაკის მოხვეწა, როგორც წესი ხდება სპეციალური ციკლოვკის ხელსაწყო - დანადგარებით. დღესდღეობით, საქართველოში ძირიტადად აქტიურ მოხმარებაშია გერმანული და რუსული დანადგარები. ქვემოთ გაეცნობით ცკლივკის ამ ორ ტიპს და გაიგებთ მეტს თუ როდის და რა შემთხვევაში გამოიყენება თითოელი მათგანი.
გერმანულ ციკლოვკას საქართველოში ეძახიან ციკლოვკას, რომელიც გერმანული დანადგარით ხორციელდება, ანუ ტრიო ბოლოვდება. ხოლო, რუსულ ციკლოვკას ეძახიან ერთი დანადგარით იატაკის მოხვეწას, რომელიმე დანადგარით, იქნება ეს რუსული, თუ გერმანული ჰუმელი.
რუსული ციკლოვკა რუსული დანადგარით
რუსული ციკლოვკის დანადგარი მუშაობს ე.წ. ლენტური სისტემით, რომელიც განკუთვლნილია ძირითადად შავი სამუშაოს შესასრულებლად. ამ ტიპის დანადგარში ერთიანი ლენტი არ მონტაჟდება და სწორედ ამიტომ მისი გადაბმის ადგილები ტოვებს კვალს. თუ ციკლოვკის ხელოსანს არ აქვს გამოცდილება რუსული დანადგარით იატაკის მოხვეწის, მაშინ მისი გამოყენებისას ხის პარკეტზე იგი ღრმულებს დატოვებს. ამ რუსული ციკლოვკის აპარატით დამუშავებული პარკეტის ზედაპირი, როგორც წესი ყოველთვის იდეალური არ არის.
რუსული ციკლოვკა გერმანული დანადგარით
რუსული ციკლოვკის რუსული დანადგარიის მსგავს ლენტურ პრინციპზე მუშაობს მეორე ტიპის - გერმანული ციკლოვკა, გერმანული დანადგარის გამოყენებით, რომელიც ცნობილია, როგორც - ჰუმელი. რუსული ციკლოვკის დანადგარსგან განსხვავებით, გერმანულ ჰუმელში გვხვდება ერთიანი ზუმფარა რომელიც არის ლენტური და პირდაპირ აპარატში მონტაჟდება, და სწორედ ამიტომ არ აქვს მას გადაბმა.
თუ გადაწყვეტთ, რომ გსურთ რუსული ციკლოვკის გაკეთება გინდათ,, რაც როგორც წესი იაფია, მასინ სჯობს გამოიძახოთ ისეთი ციკლოვკის ხელოსანი, რომელიც კარგად იცნობს რუსულ ციკლოვკას და უმუშავია გერმანული ჰუმელით, რადგან მან იცის უკეთ თუ როგორ გააკეთოს ეს საქმე. ფასი შეიძლება სულ რაღაც 1 ან 2 ლარში განსხვავდებოდეს, ვინაიდან გერმანული ციკლოვკის ჰუმელის ზუმფარები უფრო ძვირია, ვიდრე რუსულის. შედეგად კი ბევრად უკეთეს იატაკის ზედაპირს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ გერმანული ციკლოვკის ჰუმელის მართვასაც თავისთავად შესაბამისი უნარები და ცოდნა სჭირდება. მაგალითად, თუკი მომუშავე გერმანული ჰუმელი კედელს დააჯახეთ, ხის პარკეტზე, ზოგადად იატაკზე ე.წ. კრატერს გააჩენთ და შედეგად დაზიანდება იატაკი.
გერმანული ციკლოვკა
თუ გადაწყვეტთ გერმანული ციკლოვკის გაკეთებას, მაშინ დიდი მნიშვნელობა არ აქვს შავ სამუშაოს გერმანული ჰუმელით გააკეთებს ციკლოვკის ხელოსანი, თუ რუსული დანადგარით. მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოოდ ტრიომ იმუშავოს და კარგად გაპრიალდეს თქვენი იატაკი. ამასთან, ციკლოვკის ხელოსანმა იატაკის მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა მხოლოდ ტრიო გამოიყენოს.
თუ ციკლოვკის დანადგარები კარგად გამართულია, მტვერი პირდაპირ დანადგარის სპეციალურ ტომარაში გროვდება და პროცესი ძირიტადად მტვრის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა რაღაც ნაწილი ოთახშიც დარჩეს.
შედარებით პრობლემურია იატაკის მოხვეწა, ისეთ რთულად მისადგომ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად იატაკზე ბატარეის ქვეშ, იატაკის კუთხეებში ან/და ოთახის კიდეებში. ამ ტიპის პრობლემურ და ძნელად მისადგომ ადგილებს ციკლოვკის ზოგიერთი ხელოსანი ბალგარკის მეშვეოვუთ ამუშავებს. ბალგარკა მტვრიანია, ხოლო მისი ხარისხი უხეშად რომ არ ვთქვათ არ არის „იდეალური”. ასეთი ძნელად მისადგომი ადგილებისთვის მცირე ზომის, გერმანული აპარატი - ფლიპი - არსებობს და აქტიურად გამოიყენება სარემონტო სამუშაობებისას.
შეღებილი იატაკის მოხვეწა
როგორც წესი შეღებილი ხის იატაკის ციკლოვკა უფრო მეტ შრომასა და დროს მოითხოვს და ამავდროულად მეტი ზუმფარებიც იხარჯება. ციკლოვკის ხელოსნების ნაწილი ზოგჯერ უარს ამბობს მსგავსი ტიპის, ანუ შეღებილი იატაკის ციკლოვკაზე (იატაკის მოხვეწაზე), თუმცა ისინი, ვინც ამ საქმეს თანხმდება ხშირად სხვა ტარიფებით მუშაობს. ამგვარ სიტუაციაში, რეკომენდირებულია გერმანული ციკლოვკის ჰუმელის 12 -იანი ზუმფარის გამოყენება.