თბილისის სახელოსნო

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) / milebis gawmenda (kanalizacia)

არასასიამოვნო სუნი ან წყლის დაგუბება ნიჟარაში შეიძლება სწრაფადვე გადაიქცეს წყლის გადინების პრობლემად. საჭიროა, რეგულარულად გაწმინდოთ მილები, რადგან მილების გაუწმენდავობამ შესაძლოა თავად კანალიზაციის გაუდინრობამდეც კი მიგიყვანოთ.

თუ აღმოაჩენთ, რომ წყალი აღარ გაედინება სწორად, შეგიძლიათ მიმართოთ რამდენიმე ხერხს, რომ თქვენი ნიჟარაც არ დააბინძუროს წყალმა და კოროზიაც არ გამოიწვიოს. ქვემოთ განხილულია არაერთი შემთხვევა და ყევლა შესაძლო მეთოდი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

როგორ გავწმინდოთ წყალსადენი მილები

სუნისა და ორგანული ნარჩენების გასაქრობად, რეკომენდირებულია თეთრი ძმრის, საცხობი სოდის და ცხელი წყალის სინთეზურად გამოყენება. ეს დაეხმარება წყალს გადინებაში და ასევე ბაქტერიების, ცხიმიანი და ორგანული ნარჩენების წარმოქმნით გამოწვეულ სუნს თანდათან გააქრობს. ამ სამი ელემენტის სინთეზს ასევე შეუძლია ნარჩენების სრულად გაწმენდა, რაც თავიდან აგაცილებთ მომავალში წყლის დაბლოკვას.

თუ როგორ უნდა მოამზადოთ ამ სამი პროდუქტისგან საჭირო მასალა მილების გასაწმენდათ, იხილეთ ქვემოთ:

  • ჩაყარეთ ½ ჭიქა (118 მლ) საცხობი სოდა ნიჟარაში;
  • შემდეგ მიაყოლეთ და ჩაასხით ½ ჭიქა (118 მლ) თეთრი ძმარი. დაუყოვნებლად დაფარეთ ან გადაკეთეთ ონკანი რათა წყალი არ გავიდეს.
  • დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ეცადეთ ეს ნარევი იყოს ნიჟარაში. შემდეგ, მცირე ზომის ქვაბით ან ჩაიდნით ჩაასხით მდუღარე წყალი ნიჟარის მილში.
  • გამაფხვიერებელი საცხობი სოდა და ძმარი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქებისა და სხვადასხვა ნარჩენის გასასუფთავებლად მილების გადინების გარე მხარეზე.

მილების გაწმენდა ბიოლოგიური საშუალებით

კიდევ ერთი საშუალება მილების გასაწმენადად არის ბიოლოგიური გამწმენდის გამოყენება. რეგულარულმა პროფილაქტიკურმა პროცესებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნიჟარაში სუნის წარმოშობას და ასევე წარმოქმნას პოტენციურად მავნე ბაქტერიები. ბიოლოგიური ან ფერმენტული სანიაღვრეები, როგორიცაა Zep ან Citra-Drain, შედარებით უსაფრთხოა და ეკოლოგიურად სუფთად გამოსაყენებელი. მანამ სანამ ამგვარ გამწმენდებს გამოიყენებდეთ დაიცავით შეფუთვის ინსტრუქციები და შეუდექით შემდგომ მილებიდან არასაიამოვნო სუნისა და ბაქტერიების მოშორებას.

მილების გაწმენდის კიდევ ერთი მეთოდი მდგომარეობს ყინულის კუბიკების, მარილისა და ლიმონის წვეთების სინთეზურ გამოყენებაში. თუ ნაგვის გატანისას, მას ცუდი სუნი აქვს, ეს სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ორგანულ ნარჩენებზე ბაქტერიებმა დაიწყეს საფქვავების აგება; იმავე შეიძლება ვივარაუდოთ, მილებზე, რომელიც ნარჩენებითა და ჭუჭყით ივსება პერიოდულად. იმისათვის, რომ თავიდანვე აარიდოთ თავი პრობლემების გართულებას გაავსეთ ნიჟარა რამდენიმე ჭიქა ყინულის კუბებით, ერთი მუჭა მარილი, შემდეგ კი კარგად გაწურეთ ლიმონი. მიღებული ნაზავი მცირე დროით დატოვეთ ნიჟარაში რათა მილებამდეც ჩავიდეს და კარგად გაწმინდოს. საგულისხმოა, რომ ეს ნაზავი არ ავნებს მილის ფოლადის ზედაპირსა თუ შიდა მხარეებს.

მილების გაწმენდა პლუნჟერით

წყლის გაუდინრობისას (იქნება ეს ხელსაბანი ნიჟარის მილი თუ თავად აბაზანის მილი) ერთ-ერთი კარგად დაცდილი მეთოდი გახლავთ პლუნჟერის გამოყენება. პლუნჟერი შესანიშნავი ინსტრუმენტია საპირფარეშოების ბლოკირების აღსადგენადაც, შესაბამისად პლუნჟერებს შეუძლიათ ჩაკეტილ ნიჟარებზე და მილებიდან წყლის გადინებაზეც მუშაობა. შეავსეთ ნიჟარა ან აბაზანა საკმარისი წყლით, შემდეგ საცობით დახურეთ ხვრელი (საიდანაც წყალი გაედინება); ამის შემდეგ სწრაფადვე ამოიღეთ აბაზანის საცობი და მის ნაცვლად მჭიდროდ დაამაგრეთ პლუნჟერი, რომლის მეშვეობითაც თქვენ რამდენიმე ძლიერი ვერტიკალური მოძრაობა უნდა შეასრულოთ. ყოველგვარი სიბინძურე რომელიც მილში იყო ჩარჩენილი ზემოთ ამოვა და შემდგომში მას მარტივად გაწმენდთ.

მილების გაწმენდა სპეციალური სახელურიანი მავთულხლართის გამოყენებით

თუმცა, პლუნჟერი არ გამოგადგებათ თუკი მილში თმაა დაგროვილი და წყალი ამ მიზეზით გუბდება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია სპეციალური სახელურიანი მავთულხლართის გამოყენება. ინსტრუმენტი უბრალოდ მოათავსოთ აბაზანის ხვრელში, ხოლო მისი სახელურების გამოყენებით ვერტიკალურად უნდა ამოძრაოთ მავთულხლართი რათა შეძლოთ მილის ყველა კიდეში მოხვედრა და თმისა თუ სხვა ნარჩენების ზედაპირზე ამოღება.

მილების გაწმენდა სპეციალური გაზის ან წყლის ენერგიაზე მომუშავე მექანიზმით

თუკი მილებიდან წყლის გაუდინრობას ზემოთ აღნიშნული მეთოდოებით ვერ აგვარებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ პრობლემა იმაზე რთულია ვიდრე წარმოგედგინათ. მილებში იმდენად ბევრი ნარჩენი, ჭუჭყი და შესაძლოა რაიმე საგანიც კია გაჭედილი, რაც აფერხებს წყლის ადგინებას და იწვევს არასასიამოვნო სუნს და გაუდინრობას. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ გაზის ან წყლის ენერგია მომუშავე მექანიზმი (იხ.ფოტო), რომელიც ენერგიის მეშვეობით შეძლებს მილის სრულ გაწმენდას ყოველგვარი ნარჩენისგან. აეროზოლების სანიაღვრე გამწმენდ საშუალებებს შეუძლიათ დაშალონ დაბინძურები ნარჩენები მილებში გადინების გარეთ შეკუმშული ჰაერით ან გაზით. იმავე შედეგის მისაღწევად წყლის ბუშტუკები იყენებენ წყლის წნევას. თუ აირის ძრავის გამწმენდს აირჩევთ, დარწმუნდით, რომ მოწყობილობა სწორად ჯდება თქვენი მილების გადინებაზე (გაითვალისწინეთ მილის ზომა). შეიძლება საჭირო გახდეს ადაპტერის გამოყენება.

როგორ გავწმინდოთ კანალიზაციის მილები

კანალიზაციის მილების სწორად მუშაობა და მათი გაჭედვის თავიდან ასაცილებლად, მილების კონტროლი და მოვლაა საჭირო. მილების შემოწმება ყოველ 1 - 2 წელიწადშია რეკომენდირებული, მაგრამ ასეთი ტემპით სიფრთხილის დაცვა და ინსპექტირება გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ოდესღაც კანალიზაციის პრობლემები არ შეგაწუხებენ. აუცილებელია, რომ ყოველთვის დარწმუნებული იყოთ, სწორად იყენებთ თუ არა ამა თუ იმ საწმენდ საშუალებას რომელსაც მილებში ათავსებთ, რადგან ზოგიერი გამწნედი ხნსარი ისეთი ქიმიური ელემენტებისგან შედგება, რომ შესაძლოა მილები დააზიანოს და დაადნოს კიდეც. როდესაც შეამჩნევთ, რომ კანალიზაციის სისტემის იჭედება, რაც გამოიხატება შემდეგნაირად, მაგალითად, უნიტაზი გაივსო და გაჭედილია, არც ნიჟარიდან გაედინება დროულად წყალი, მაშინ მთავარი პრობლემა თქვენს სახლში არსებულ მილებშია.

საკანალიზაციო მილების გაწმენდა შესაძლბელია რამდენიმე მეთოდის გამოყენებით. ძირითადად, როდესაც პრობლემამ ახალხან იჩინა თავი, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაა, რომელიც საკანალიზაციო მილში მოხვედრის შემდეგ ქაფდება და იწყებს მილების კიდეებზე გაფართოებას, რისი მეშვეობითაც აქრობს ჭუჭყსა და ნარჩენებს. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ამგვარ ქიმიურ ნივთიერებას მილში ჩაასხავთ, წყალი დაახლოებით ნახევარი საათი მაინც არუნდა გაუშვათ, რათა მისცეთ დროს ქიმიურ ნივთიერებებს გაიზრდოს, გაფართოვდეს და წნევის წყალობით მილში მოთავსებული გამჭედი ელემენტები ჩარეცხოს.

აღსანიშნავია, რომ ქიმიური ხსნადები ორივე ტიპის ბაქტერიების (არსებობს ცუდი და კარგი) მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა. თქვენ ასევე უნდა იცოდთ, რომ მილებში კარგი ბაქტერიების არსებობს გარეშე უფრო ხშირად და პრობლემურად გაგეჭედებათ მილები, რასაც მალევე უსიამოვნო სუნის გახშირდებაც სცდევს თან. თუმცა, სწორი ქიმიური ნივთიერების არჩევით, შეძლებთ თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემა.

გარდა ქიმიური ხსნადებისა, რეკომენდირებულია საცხობი სოდის გამოყენება სანიაღვრე სისტემების გასაწმენდად.

სანიაღვრე სისტემის გაწმენდა

სანიაღვრე სისტემის გასაწმენადად ფართოდ გამოყენებული და მიღებულია ქვემოთ მოცემული ინგრედიენტებით ნაზავის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მილების სისტემას სუფთად შენახავთ კვირაში ერთხელ მაინც, რაც მეტნაკლებად თავიდან აგაცილებთ გაუდინრობას და სხვა მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

როგორ მოვამზადოთ ეს საწმენდი საშუალება?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • აიღეთ ½ საცხობი სოდა
  • 1 ჭიქა თეთრი ძმარი
  • 1/2 ლიმონი
  • 1 ლიტრი მდუღარე წყალი

პირველ რიგში ჩაყარეთ საცხობი სოდა სანიაღვრე მილის ხვრელში; შემდგომ დაუმათეთ 1 ჭიქა მიაყოლეთ თეთრი ძმარი და ლიმონი. აცადეთ რამდენიმე წუთი ამ ნაზავს, რათა სოდამ შეძლოს აფუება და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ მას 1 ლიტრი მდუღარე წყლის, რომლის საშუალებითაც მას ჩარეცხავთ.

თუ მილებიდან წყლის გადინების შეფერხება უნიტაზს უკავშირდება

წყლის გაუდინრობის, გაჭედვის, არასასიამოვნო სუნია და სხვა ამგავრი პრობლემების მთავარი წყალი, შესაძლებელია გახდეს უნიტაზის ქვეშ არსებული სანიაღვრე მილები. იმისათვის, რომ მომავალში ამგვარი პრობლემა თავიდან აიცილოთ, რეკომენდირებულია პერიოდულად ქვემოთ განხილული მითითებების გათვალისწინება და ამგვარად მოქმედება, რაც უპირველესად თქვენს საკანალიზაციო მილებში დაგროვილი ბაქტერიების განადგურებით დაგიცავთ.

რეკომენდირებულია უნიტაზის გაწმენდა შემდეგი ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც მილებში ჩააღწევენ და სათანადოდ იმოქმედებენ. არაერთხელ ვახსენეთ, რომ საცხობი სოდა და თეთრი ძმარი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მილებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაშიც, უმჯობესია მიმართოთ მათ გამოყენებას. აიღეთ ერთი მცირე ზომის ჯამი, ჩაყარეთ სოდა ისე რომ ჯამი დაიფაროს (ოდენობა გამოკიდებულია ჯამის ზომაზე). შემდეგ მიმოაბნიეთ მიღებული სოდა უნიტაზის შიდა მხარესი, გარშემო და ამის შემდეგ ჩაასხით თეთრი ძმარი ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ცოდას მიმოაბნევთ. შემდეგ ეტაპზე დაგჭირდებათ საწმენდი ჯოხი, რომლის მეშვეობითაც უნდა ამოურიოთ ნაზავს და გაწმინდოთ უნიტაზი, შემდეგ კი წყლით ჩარეცხეთ. ამგვარი მეთოდით გასუფთავება ბაქტერიებს და სუნს გააქრობს.

სხვა სერვისები

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანი (მონტაჟი, შეკეთება) / churchlis sarecxi manqanis xelosani (montaji, sheketeba)

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ავტომატურად რეცხავს და ასუფთავებს ჭურჭელს. განსხვავებით ჭურჭლის ხელით რეცხვისგან, რომელიც დიდწილად საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას ჭურჭლიდან ჭუჭყის მოსაშორებლად, მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანა მარტივად ასუფთავებს მას ცხელი წყლით გაჟღენთვისას, ჩვეულებრივ 45 °C და 75 °C (110 °F და 170 °F) ტემპერატურაზე, ხოლოდ უფრო დაბალ ტემპერატურაზე რეცხავს, შედარებით დელიკატური მასალის ჭურჭელს. როგორც ვხედავთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელიც ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. ჭურჭლის

სრულად

მალიარი შეღებვა / maliari shegebva

პროფესიონალი და გამოცდილი მალიარი გთავაზობთ არა მხოლოდ შეღებვას, არამედ შპალერის გაკვრას, კაფელის გაკვრას, მეტლახის დაგებას, სრულ შიდა და გარე სარემონტო მომსახურებას, როგორც საკუთარი მასალებით ისე თქვენს მიერ მომარაგებული მასალებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ

სრულად

ქვის, მოზაიკის დაგება მოპირკეთება / qvis, mozaikis dageba mopirketeba

ქვის მოპირკეთება, მოზაიკის დაგება ზოგადი მიმოხილვა ქვის, მოზაიკის დაგების/მოპირკეთების წარმატება არ არის მხოლოდ ესთეტიკური ისერსახის მიცემა ინტერიერისთვის ან/და ექსტერიერისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებულია დაგების მეთოდისა და თავად ქვის, მოზაიკის ხარისხზე. სანამ შეუკვეთებთ ქვას, მიმართეთ პროფესიონალებს, ხელოსანს და მიიღეთ რჩევები თუ რომელი მასალა უკეთ დაიგება თქვენს სახლში, ბინაში, ეზოსა თუ შიდა ოთახებში. ამასთან, აუცილებელია გაეცნოთ მწარმოებლის რჩევებს და პროფესიონალი ინსტალატორების რეკომენდაციებს. პროფესიონალური და გამოცდილი გუნდის ჩართვა ქვის დაგებისთვის ნიშნავს განსხვავებას საშუალო და შთამბეჭდავ შედეგს შორის. ნებისმიერი

სრულად

სათბურის აწყობა, აშენება / satburis awyoba, asheneba

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სათბური სათბური აუცილებელია განსაკუთრებით მებაღეებისთვის - ის იდეალურია თესლის დასათესად, მოსავლის ასაღებად, სათუთი მცენარეებისა და სხვადსხვა კულტურის, ჯიშის მცენარეების, ბოსტნეულის, და ა.შ. გასაზრდელად და ასევე სათუთი მცენარეების გამოსაზამთრებლად. სათბურის არჩევისას თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი, რადგან არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერის, მასალის, დანიშნულებისა და ფასის სათბურები, რომლებიც იყიდება როგორც გამზადებული, ან მზადდება თქვენი სურვილისა და გემოვნებისამებრ. სათბურის აწყობა, აშენება მოიცავს დაახლოებით 1 კვირიან მუშაობას (დამოკიდებულია ზომაზე), ამიტომ რეკომენდირებულია მიმართოთ გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს, რომ საქმე მოკლე დროში და ხარისხიანად შეასრულოს. სათბური,

სრულად

სახურავის ტოლით გადახურვა / saxuravis tolit gadaxurva

სახურავი არის სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე დაუცველი კონსტრუქცია. სახურავის პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი შენობის მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, კერძო სახლების ყველა მფლობელმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა გადახუროს სახურავი ხარისხიანად. სახურავის დემონტაჟი თუ

სრულად

მეტალის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი / metalis konstruqciebis damzadeba, montaji

ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინის პროცესში, ხელოსანი დაუყოვნებლივ ირჩევს ტექნოლოგიას და ითვლის შეკრების მეთოდებს, ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურის ზომები და კონფიგურაციები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება მასალის არჩევანი და გამოითვლება სამუშაოს საბოლოო ღირებულება. ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის სერვისების შეკვეთით ერთი სამშენებლო კომპანიისგან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფულს და იღებთ გარანტიას მუშაობის თითოეული ეტაპისთვის. რა არის მეტალის უპირატესობები? მეტალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22