თბილისის სახელოსნო

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება / kompiuteruli servisi, kompiuteruli momsaxureba

ბევრი ჩვენგანი იმდენად ეყრდნობა კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, რომ როდესაც იგი არასწორედ წარიმართება, ჭედავს, ან რაიმე სხვა ხარვეზი იჩენს თავს, ეს მაშინათვე სერიოზულ პრობლემად იქცევა, ვინაიდან, უამრავი ფაილი, დოკუმენტები, ფოტოები, და სხვა სახის საქაღალდეები ინახება სწორედ კომპიუტერებში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კომპიუტერების არაერთი მოდელი, რა თქმა უნდა, ყველას სისტემა და პარამეტრები განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაგავრ ჩარევას ითხოვს როდესაც ესა თუ ის პრობლემა იჩენს თავს.

კომპიუტიერის პროგრამის განახლება (Update)

კომპიუტერული პრობლებათა სახეობების უმეტესობა გამოწვეულია ძირითადად მოძველებული და გაუთვალისწინებელი, ან არასწორად დაინსტალირებული პროგრამით, მაგალითად, ransomware-დან დაწყებული glitchy keyboard სისტემით დამთავრებული, რომელიც საშუალებას არ გაძლევთ კლავიატურაზე საჭირო ასოს დაკლიკებისას სწორი ვერია დაწერთო. საბედნიეროდ, ახლა მრავალი განახლების ავტომატური სერვისები გამოიყენება, რადგან განახლება კომპიუტერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, კომპიუტერებში დამონტაჟებულია ავტომატური განახლების სისტემები, რის გამოც შეიძლება თქვენი კომპიუტერი მოულოდნელად გადაიტირთოს, მაშინ როდესაც ამას არ ელოდებით (თუმცა შეტყობინების სახით გაგებინებთ მზად ხართ თუ არა განახლებისთვის).

რეკომენდირებულია თვალი ადევნეოთ თქვენი კომპიუტერის ოპერაციულ სისტემას. მაგალითად, Windows-ში შეგიძლიათ მოძებნოთ განახლებები (updates) პარამეტრების გახსნით, შემდეგ დააჭირეთ განახლებას და უსაფრთხოებას; MacOS-ზე, დაიწყეთ App Store-ის ძებნა ან პროგრამის ეკრანიდან Finder-ში გადადით, შემდეგ გადადით განახლებების ჩანართზე.

მნიშვნელოვანია ასევე შეამოწმოთ თქვენი სხვა პროგრამების, მათ შორის, თქვენი ბრაუზერის და ანტივირუსული პროგრამის განახლებების პერიოდი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეტ ამგვარი განახლებები ხშირად ავტომატურად ხორციელდება, ასე რომ არ უნდა გქონდეთ რაიმე სანერვიულო, თუკი გამოგრჩებათ რომელიმე პროგრამის სისტემის განახლება, კომპტიუტერი თავადვე შეგახსენებთ ამას.

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ყველა განახლება, რომელიც შეიძლება დასჭირდეს თქვენი კომპიუტერის პროგრამებს, თუმცა ეს არის ტექნიკა სამომავლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. დარწმუნდით, რომ თქვენი დაინსტალირებული პროგრამებიდან ბევრი განახლდება საკუთარი თავის ფონზე ავტომატურად, შედეგად კი კომპიუტერის უფრო ნაკლებ პრობლემებს უნდა გადააწყდეთ.

როგორ ავირიდოთ თავი კომპიუტერში ვირუსის გაჩენისგან

კომპიუტერული ვირუსი არის მავნე პროგრამა, რომელიც შექმნილია საკუთარი თავის რეპლიკაციისთვის, ანუ შექმნას საკუთარი ასლი ნებისმიერ დისკზე, რომელიც უკავშირდება თქვენს კომპიუტერს. თუ თქვენი კომპიუტერი ,,ინფიცირებულია”, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ თუ როგორ შეიძლება მოაშოროთ კომპიუტერული ვირუსი.

ვირუსის შეჭრა კომპიუტერში USB-დან.

არსებობს სამი ძირითადი გზა, რომლითაც თქვენს კომპიუტერში შეიძლება ვირუსი შემოიჭრას. პირველი გზა თქვენი კომპიუტერის დავირუსებისა შეიძლება გახდეს დავირუსებული USB ფლეში, ან კაბელი. თუ უცნობი წყაროდან თქვენს კომპიუტერში ჩასვით USB კაბელი ან ფლეში, თქვენ დაზღვეული ვერ იქნებით დავირუსებულია თუ სუფთაა ეს USB. ზოგჯერ ჰაკერები ტოვებენ ინფიცირებულ USB ფლეშს ადამიანების სამუშაო ადგილებზე, ან კაფეების მსგავსად საჯარო ადგილებში, კომპიუტერების ვირუსების გასავრცელებლად. ამგვარი USB-ს გაზიარებულმა პირებმა შეიძლება ფაილები ინფიცირებულ კომპიუტერიდან გადაიტანონ საკუთარ დისკზე, რომელიც არ არის ინფიცირებული და ამგვარი გზით ხელი შეუწყონ ვირუსის შემოჭრას.

ვირუსის შეჭრა კომპიუტერში გაწმოწერილი პროგრამებიდან / აპლიკაციებიდან.

არსებობს თქვენი კომპიუტერის ვირუსით ინფიცირების კიდევ ერთი გზა - ეს არის ინტერნეტიდან ფაილების გადმოტვირთვა. თუ თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთავთ პროგრამებს ან/და სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაილებს დარწმუნდით რომ ეს გააკეთეთ სანდო წყაროსგან. მაგალითად, Google Play Store ან Apple-ის App Store. თავი აარიდეთ pop-up ან ვებსაიტის საშუალებით პროგრამებისა და ფაილების გადმოწერას.

ვირუსის შეჭრა კომპიუტერში სპამ (Spam) შეტყობინებებიდან.

მესამე გზა, რომლითაც თქვენი კომპიუტერი შეიძლება დაინფიცირდეს ვირუსით, არის ე.წ. Spam, სპამი მესიჯებისა და შეწყობინებების გახსნა. მაგალითად, თუ გახსნით დანართს, ან დააჭირეთ ბმულს, სპამის ელ.ფოსტით. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ვირუსის შემოჭრა, დაიმახსოვრეთ შემდეგი რჩევა: როდესაც ელ.წერილს მიიღებთ უცნობი გამომგზავნიდან, რომელსაც არ იცნობთ და არც ენდობით, ეცადეთ არ გახსნათ ამგვარი ტიპის შეტყობინებები, მით უფრო არ გახსნათ მსგავს შეტყობინებაში დართული ფაილები ან არ დააჭიროთ გამოგზავნილ ბმულებს.

კომპიუტერიდან ვირუსის წაშლა

კომპიუტერული ვირუსები თითქმის ყოველთვის უხილავია. ანტივირუსული სისტემის დაცვის გარეშე არ არის რეკომენდირებული კომპიუტერის მოხმარება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ანტივირუსული საშუალებების დაცვის დაინსტალირება ყველა თქვენს მოწყობილობაში. თუ თქვენს კომპიუტერს აქვს ვირუსი, ქვემოთ მოცემული ცხრა მარტივი ნაბიჯის შემდეგ შეძლებთ თავიდან აიცილოთ იგი:

ნაბიჯი 1: ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ ვირუსის სკანერი.

ნაბიჯი 2: გათიშეთ ინტერნეტი კომპიუტერიდან. ვირუსის კომპიუტერიდან წასაშლელად საკმაოდ კარგი იდეაა, რომ გათიშოთ ინტერნეტი, რათა თავიდან აიცილონ სისტემის შემდგომი დაზიანება. მაგალითად, ზოგიერთ კომპიუტერულ ვირუსს იყენებენ ინტერნეტ კავშირის გასავრცელებლად.

ნაბიჯი 3: გადატვირთეთ კომპიუტერი უსაფრთხო რეჟიმში. ვირუსის წაშლისას თქვენი კომპიუტერის დასაცავად, გადატვირთეთ იგი "უსაფრთხო რეჟიმში". თქვენ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს? მაშინ: გამორთეთ კომპიუტერი და ისევ, ახლიდან ჩართეთ, როდესაც ეკრანი ანათებს, დააჭირეთ F8 ღილაკს კლავიატურაზე, რომ დაამატოთ "Advanced boot options" მენიუ, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "უსაფრთხო რეჟიმი ქსელთან" (Safe Mode with Networking) და გათიშეთ კომპიუტერი ინტერნეტიდან.

ნაბიჯი 4: წაშალეთ დროებითი ფაილები. თქვენ უნდა წაშალოთ დროებითი ფაილები, კერძოდ "დისკის გაწმენდა" ფუნქციის გამოყენებით. აქ მოცემულია, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:

  • დააჭირეთ Windows ლოგოს მარჯვენა ბოლოში.
  • ძებნის სივრცეში ჩაწერეთ "დროებითი ფაილები" (“Temporary files”).
  • შეარჩიეთ ღილაკი “გაასუფთავე დისკის ადგილი არასაჭირო ფაილების წაშლით“ (“Free up disk space by deleting unnecessary files”).
  • შემდეგ იპოვნეთ და აირჩიეთ "დროებითი ინტერნეტ ფაილები" (“Temporary Internet Files”) და დააკლიკეთ "ფაილები წაშლა" დისკის გაწმენდის სიაში.
  • დააჭირეთ ღილაკს OK დაადასტურეთ "ფაილების წაშლა”-ის ფუნქცია.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ვირუსის დაპროგრამება ხდება კომპიუტერში პროგრამის დაწყებისას, როდესაც თქვენი კომპიუტერი ჩატვირთვისას ახდენს. დროებითი ფაილების წაშლამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გაქრობაც. თუმცა, მხოლოდ ამ პროცესზე დაყრდნობით იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ვირუსი საბოლოოდ წაიშალა კომპიუტერის სისტემიდან. თქვენი კომპიუტერის ვირუსებისგან განთავისუფლების მიზნით, მიზანშეწონილია შემდეგი ნაბიჯების დასრულება.

ნაბიჯი 5: განახორციელეთ ვირუსის სკანირება. ახლა დროა ვირუსის სკანირების ჩატარება თქვენი არჩეული ანტივირუსული ან ინტერნეტ უსაფრთხოების პროგრამის გამოყენებით.

ნაბიჯი 6: ვირუსის აღმოჩენამ შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს თქვენს ფაილებს, ამისათვის დააკლიკეთ შემდეგ ღილაკებს: “წაშლა” ან “კარანტინი”, რომ ამოიღოთ ფაილ(ებ)ი და დაიცვათ ვირუსისგან. შემდეგ, საჭიროა ახლიდან დაასკანეროთ თქვენი კომპიუტერი, რათა დარმწუნდეთ, რომ აღარ არსებობს საფრთხე.

ნაბიჯი 7: გადატვირთეთ კომპიუტერი. ახლა, როდესაც ვირუსი მოიხსნა, შეგიძლიათ გადატვირთოთ კომპიუტერი. უბრალოდ ჩართეთ ის, როგორც ჩვეულებრივ გააკეთებთ. აღარ არის საჭირო "უსაფრთხო რეჟიმში" მოხვედრა.

ნაბიჯი 8: შეცვალეთ ყველა თქვენი პაროლი. შემდგომში, თქვენი კომპიუტერის ვირუსის შეტევისგან დასაცავად, რეკომენდირებულია შეცვალოთ ყველა პაროლი იმ შემთხვევაში, თუ ისინი კომპრომეტირდება. ეს მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, თუ გექნებათ მიზეზი, რომ თქვენი პაროლები დაიპყროს ვირუსმა. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ ვირუსის ფუნქციონირება თქვენს ანტივირუსულ სისტემაში ან ვებსაიტზე და ასევე მათი ტექნიკური დახმარების ჯგუფშიც.

ნაბიჯი 9: განაახლეთ თქვენი პროგრამები, ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა.

კომპიუტერის ვირუსის წაშლა MacBook-დან

თუ იყენებთ Macbook-ს, შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ თქვენს კომპიუტერს არ შეუძლია ვირუსის მიღება. სამწუხაროდ, ეს მცდარი მოსაზრებაა. ნაკლებია ვირუსები, რომლებიც მიზნად ისახავს Mac-ებში შეღწევას, განსხვავებით ბევრ კომპიუტერულ მოდელებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ Mac-ში ვირუსები არ არსებობს. ზოგიერთი Mac-ის ვირუსები მიზნად ისახავს მომხმარებლების შეურაცხყოფას და ინფორმაციის მიღებას. თუ რომელიმე მათგანს შემთხვევით ჩამოტვირთავთ, თქვენი კომპიუტერი შეიძლება იყოს ინფიცირებული. ამ ტიპის Mac ვირუსების სამი მაგალითია: "MacDefender", "MacProtector" და "MacSecurance". თუ ფიქრობთ, რომ თქვენს Mac- ს ვირუსი აქვს, ამის მოსაგვარებლად ექვსი ნაბიჯია შესასრულებელი:

  • დაუყოვნებლივ დატოვე პროგრამა ან წებსაიტი, რომელიც ჩანს, რომ დავირუსებულია.
  • გადადით "აქტივობის მონიტორი" (‘Activity monitor’) და მოძებნეთ Mac-ის ცნობილი ვირუსები, როგორიცაა "MacDefender", "MacProtector" ან "MacSecurance".
  • თუ რომელიმე ამ ვირუსს აღმოაჩენთ, მაშინათვე დააჭირეთ ღილაკს "დატოვეთ პროცესი" (Quit process) "აქტივობის მონიტორიდან" გასვლამდე.
  • შემდეგ, გადადით თქვენს "პროგრამების" საქაღალდეში და გადაიტანეთ ფაილი ("MacDefender", "MacProtector" ან "MacSecurance") თქვენს "სანაგვეში".
  • გახსოვდეთ "სანაგვის" საქაღალდე რომ დააცარიელოთ, რის შემდეგაც სამუდამოდ დაიცავით თქვენს Mac-ს ვირუსისგან. ახლა დარწმუნდით, რომ თქვენი პროგრამა უზრუნველყოფილია, უსაფრთხოა და პროგრამები განახლებული გაქვთ, და ასევე ისარგებლეთ უახლესი უსაფრთხოების ზომებით.
  • იმისთვის, რომ არაფერი გამოტოვოთ და თქვენი Mac დაცული იყოს, გაითვალისწინეთ ანტივირუსული სისტემის დაინსტალირება, თუ უკვე არ გაქვთ.

სხვა სერვისები

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება / kompiuteruli servisi, kompiuteruli momsaxureba

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება ბევრი ჩვენგანი იმდენად ეყრდნობა კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, რომ როდესაც იგი არასწორედ წარიმართება, ჭედავს, ან რაიმე სხვა ხარვეზი იჩენს თავს, ეს მაშინათვე სერიოზულ პრობლემად იქცევა, ვინაიდან, უამრავი ფაილი, დოკუმენტები, ფოტოები, და სხვა სახის საქაღალდეები ინახება სწორედ კომპიუტერებში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კომპიუტერების არაერთი მოდელი, რა თქმა უნდა, ყველას სისტემა და პარამეტრები განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაგავრ ჩარევას ითხოვს როდესაც ესა თუ ის პრობლემა იჩენს თავს. კომპიუტიერის პროგრამის განახლება (Update) კომპიუტერული

სრულად

გათბობის ცენტრალური ქვაბის შეფუთვა / Gatbobis centraluri qvabis shefutva

ცენტრალური ქვაბის შეფუთვა მიზეზი თუ რატომ უნდა შეფუთოთ ცენტრალური ქვაბი ცენტრალური გათბობის სისტემა სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა ხარისხიანი და საიმედი ცენტრალური ქვაბის დამონტაჟება, ხოლო შემდგომ რეკომენდირებულია ცენტრალური ქვაბის შეფუთვა რიგი მიზეზების გამო. ამასთან,

სრულად

ქვის, მოზაიკის დაგება მოპირკეთება / qvis, mozaikis dageba mopirketeba

ქვის მოპირკეთება, მოზაიკის დაგება ზოგადი მიმოხილვა ქვის, მოზაიკის დაგების/მოპირკეთების წარმატება არ არის მხოლოდ ესთეტიკური ისერსახის მიცემა ინტერიერისთვის ან/და ექსტერიერისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებულია დაგების მეთოდისა და თავად ქვის, მოზაიკის ხარისხზე. სანამ შეუკვეთებთ ქვას, მიმართეთ პროფესიონალებს, ხელოსანს და მიიღეთ რჩევები თუ რომელი მასალა უკეთ დაიგება თქვენს სახლში, ბინაში, ეზოსა თუ შიდა ოთახებში. ამასთან, აუცილებელია გაეცნოთ მწარმოებლის რჩევებს და პროფესიონალი ინსტალატორების რეკომენდაციებს. პროფესიონალური და გამოცდილი გუნდის ჩართვა ქვის დაგებისთვის ნიშნავს განსხვავებას საშუალო და შთამბეჭდავ შედეგს შორის. ნებისმიერი

სრულად

ბეტონის დასხმა მოპრიალება / betonis dasxma moprialeba

ბეტონის დასხმა და შემდეგ მისი მოპრიალება - ცემენტის, ხრეშის, ქვიშის და წყლისა და ქიმიური ნარევის გამოყენებით, ეს გამაძლიერებლები მოქმედებენ ბეტონის ხვრელების და პორების შესავსებად. ჩამოსხმული ბეტონი შემდგომ იშლება გასაპრიალებელი ხელსაწყოებით, რომლებიც თანდათანობით იხვეწება მანამ, სანამ არ მიიღებთ ბეტონის ბრწყინვალებისა და სიგლუვეს. გაპრიალებულ

სრულად

ავეჯის შეკეთება (საწოლი, კარადა, გარდერობი) / avejis sheketeba (sawoli, karada, garderobi)

ავეჯის შეკეთება გულისხმობს სამუშაოს ნებისმიერ ასპექტს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ძველი კარადა ან სკამი შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს პირვანდელ მდგომარეობას. ხშირად, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც ნაწილის მოხსნა ან შეცვლა - ავეჯის შეკეთების შედეგად ავეჯი ხელახლა გამოსაყენებელი ხდება და შესაძლოა მეტი ღირებულების მქონეც კი გახდეს. სანამ

სრულად

მეტალის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი / metalis konstruqciebis damzadeba, montaji

ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინის პროცესში, ხელოსანი დაუყოვნებლივ ირჩევს ტექნოლოგიას და ითვლის შეკრების მეთოდებს, ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურის ზომები და კონფიგურაციები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება მასალის არჩევანი და გამოითვლება სამუშაოს საბოლოო ღირებულება. ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის სერვისების შეკვეთით ერთი სამშენებლო კომპანიისგან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფულს და იღებთ გარანტიას მუშაობის თითოეული ეტაპისთვის. რა არის მეტალის უპირატესობები? მეტალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22