თბილისის სახელოსნო

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟი / Churchlis sarecxi manqanis Montaji-Sheketeba



ნებისმიერი დიასახლისისა და მარტოხელა მამაკაცის მიგნებაა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასეთ დამხმარესთან ერთად შეიძლება დაივიწყოთ გაურეცხავი ჭურჭლის, რეცხვაზე დახარჯული ძალებისა და დროის შესახებ. თუმცა იმისათვის, რომ დატკბეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევით მნიშვნელოვანია სწორად დააყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ადგილის მომზადება.

თავდაპირველად ამოიღეთ აგრეგატი ყუთიდან, დარწმუნდით, რომ მას არავითარი გარე დაზიანება, დეფექტი არ აღენიშნება. ყურადღებით შეისწავლეთ დართული ინსტრუქცია და შეერთების სქემა, არ უგულებელყოთ ასეთი ღირებული ინფორმაცია!

არ იჩქაროთ მანქანის იქ დადგმა სადაც თქვენ გსურთ - მოწყობილობა უნდა მოთავსდეს ერთ-ნახევარ მეტრში ცივი წყლის დგარისა და გადასხმის წერტილიდან. ყველანაირი ადაპტერებისა და დამაგრძელებლების გამოყენება როგორც მინიმუმ არ არის რეკომენდირებული. ასევე უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ელექტრო როზეტი, თანაც ცალკეული და რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტრო ქურისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყარეს. თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აუცილებლად 4-ვე ფეხით ურყევად უნდა იყოს მიბჯენილი იატაკზე და მკაცრად ჰორიზონტალურად კორპუსი არ უნდა იყოს დახრილი 2 გრადუსზე მეტით.

სამზარეულოს გარნიტურში ჩასაშენებელი ტექნიკისთვის მოგიწევთ ავეჯის და მანქანის შორის მანძილის გათვალისწინება, კარადის გვერდებზე ან ქვეშ შესაბამისი ხვრელების გაბურღვა წყალსადენისა და კანალიზაციის მილებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ელექტროკვების კაბელისთვისაც, მათი დიამეტრების გათვალისწინებით. არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სამზარეულოს კარადასთან მიმაგრება, ამისათვის მასზე არის სპეციალური სამაგრი.

როგორ შევაერთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

როგორც ითქვა ზემოთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის დენით სწორი კვებისთვის საჭიროა ცალკეული როზეტი. თუმცა თუ დაყენების ადგილას ასეთი არ არის, მაშინ საჭიროა ელექტროფარიდან ცალკეული სადენის გაყვანა. კაბელი უნდა იყოს სამძარღვიანი არა ნაკლებ 2 მმ კვეთით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი ნამდვილი დამიწება. მნიშვნელოვანი! არავითარი ჩამიწება გაზის, წყლის ან თბომომარაგების მილებზე! თუ ეჭვი გეპარებათ თქვენს კომპეტენციაში - შეუკვეთეთ ელექტრიკოსის მომსახურება.

უშუალოდ ელექტროდაფაში უნდა დააყენოთ 16 ამპერის ავტომატური დამცავი ამომრთველი, რომელიც უზრუნველყოფს კვების გათიშვას გარკვეული დატვირთვის მიღწევის დროს. ავტომატი, რომელიც იცავს მოკლე ჩართვისგან, მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მასთან მოყვანილი სადენის კვეთასა და მანქანის სიმძლავრეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება წყალსადენთან

თქვენ გააკეთეთ შესანიშნავი არჩევანი თუ თქვენი შენაძენი აღჭურვილია აკვა-სტოპის სისტემით (დაცვა გაჟონვისგან). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სიტუაცია ადვილად გამოსწორდება მილების მარტივი შეერთებებითა და ჩამკეტი ონკანის დაყენებით. მთავარია, რომ წყალსარინი უნდა იყოს ცალკე და მასზე უნდა იყოს დაყენებული უხეში გაწმენდის ფილტრი, რომელიც აკავებს ქვიშისა და ჟანგის მსხვილ ფრაქციებს. ჩამკეტი ონკანი ყენდება ფილტრამდე. წყლის მიწოდების შლანგის დაგრძელება არ შეიძლება კუთხვილი შეერთებით; თქვენ მოგიწევთ ახალი შემშვები შლანგის ან ახალი წყალსადენის მილის გამოყენება.

არ არის უმნიშვნელო წყალსადენის მუშა წნევის გათვალისწინება, ის უნდა იყოს 100-1000 პა ფარგლებში, თორემ მანქანის წყლით ავსება იქნება ხანგრძლივი, შემცირდება ზედა და ქვედა უღელების ბრუნვა, რაც გამოიწვევს წყლის ცუდ გაფრქვევას და შესაბამისად ჭურჭლის არადამაკმაყოფილებელ რეცხვას. სხვათა შორის, წყლის მიწოდებისთვისა და დრენაჟისთვის უმჯობესია უფრო საიმედო, ცვეთამედეგი სპილენძის ან პლასტმასის მილები, რომლებსაც შეუძლია საჭირო წნევისა და ტემპერატურის ატანა.

არ გირჩევთ მანქანის შეერთებას ცხელ წყალთან, მაშინაც კი თუ მწარმოებელს გათვალისწინებული აქვს ასეთი შესაძლებლობა. ჩვენს სახლების მილებში მომდინარე წყალი შორს არის იმ იდეალიდან, რომელსაც გულისხმობდნენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის უცხოელი შემქმნელები.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება კანალიზაცისთან

კანალიზაციასთან ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება შეიძლება სიფონის მეშვეობით დამატებითი სარინითა და გადასაშვები სარქველით. კანალიზაციიდან წყალი რომ მანქანაში არ მოხვდეს ჩამოსასხამ შლანგს ვამაგრებთ დაახლოებით ჩადენიდან 60 სმ-ით მაღლა, ხოლო U ფორმის გადაკეცვას ვუერთებთ სიფონს, რათა წყლის გადაღვრა მოხდეს თვითდინებით. ჩამოსასხამი შლანგი მაგრდება სამზარეულო კარადის გვერდით მხარეზე ან უშუალოდ შენობის კედელზე. თუ კი სტანდარტული სიგრძე (1,5 მ) არ არის საკმარისი, შეიძლება მისი მხოლოდ ორმაგად დაგრძელება, სხვა შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს მანქანის წყლის ტუმბო. ერთდროულად სარეცხი და ჭურჭლის სარეცხ მანქანების შეერთების დროს დააყენეთ სპეციალური სიფონი ორი სარინით ან ორივე გადაღვრაზე შექცეული სარქვლები.

მაშ ასე, თქვენ შეართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალთან, დენთან და მოაწყვეთ წყლის გადაღვრა, ახლა დადგა დრო ჩართოთ ახალი დამხმარე. ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და რეგენერებადი მარილი. ჩართეთ აგრეგატი ჭურჭლის გარეშე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დაადგინოთ შეერთების სისწორე, არის თუ არა სადმე გაჟონვა, რამდენად სწრაფად ხდება წყლის ჩასხმა, გათბობა, გადაღვრა, ასევე საშრობი რეჟიმის შრომისუნარიანობა. თუ ქველაფერი რიგზეა, გილოცავთ თქვენ თავი გაართვით დასახულ ამოცანას!

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟის სწორად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირე შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცეველი შედეგი მაგალითად წყლის გადმოსვლა ან ხანძარი. თუ თქვენ წამით მაიც ეჭვი გეპარებათ თქვენი მოქმედებების კორექტულობაში და დახმარებისთვის ეძებთ კარგ სპეციალისტს, მიმართეთ სერვისს. აქ ნამდვილად არიან სანტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წუთს შეამოწმონ თქვენი ტექნიკის შეერთება და სამუშაოსთვის მზადყოფნა, გამოასწორონ ხარვეზები ან თავიდან შეაერთონ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

სხვა სერვისები

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) / milebis gawmenda (kanalizacia)

მილების გაწმენდა (კანალიზაცია) არასასიამოვნო სუნი ან წყლის დაგუბება ნიჟარაში შეიძლება სწრაფადვე გადაიქცეს წყლის გადინების პრობლემად. საჭიროა, რეგულარულად გაწმინდოთ მილები, რადგან მილების გაუწმენდავობამ შესაძლოა თავად კანალიზაციის გაუდინრობამდეც კი მიგიყვანოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ წყალი აღარ გაედინება სწორად, შეგიძლიათ მიმართოთ რამდენიმე ხერხს, რომ თქვენი ნიჟარაც არ დააბინძუროს წყალმა და კოროზიაც არ გამოიწვიოს. ქვემოთ განხილულია არაერთი შემთხვევა და ყევლა შესაძლო მეთოდი პრობლემის აღმოსაფხვრელად. როგორ გავწმინდოთ წყალსადენი მილები სუნისა

სრულად

ქვის, მოზაიკის დაგება მოპირკეთება / qvis, mozaikis dageba mopirketeba

ქვის მოპირკეთება, მოზაიკის დაგება ზოგადი მიმოხილვა ქვის, მოზაიკის დაგების/მოპირკეთების წარმატება არ არის მხოლოდ ესთეტიკური ისერსახის მიცემა ინტერიერისთვის ან/და ექსტერიერისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებულია დაგების მეთოდისა და თავად ქვის, მოზაიკის ხარისხზე. სანამ შეუკვეთებთ ქვას, მიმართეთ პროფესიონალებს, ხელოსანს და მიიღეთ რჩევები თუ რომელი მასალა უკეთ დაიგება თქვენს სახლში, ბინაში, ეზოსა თუ შიდა ოთახებში. ამასთან, აუცილებელია გაეცნოთ მწარმოებლის რჩევებს და პროფესიონალი ინსტალატორების რეკომენდაციებს. პროფესიონალური და გამოცდილი გუნდის ჩართვა ქვის დაგებისთვის ნიშნავს განსხვავებას საშუალო და შთამბეჭდავ შედეგს შორის. ნებისმიერი

სრულად

ციკლოვკა, ციკლოვკის ხელოსანი (იატაკის მოხვეწა) / ciklovka, ciklovkis xelosani (iatakis moxvewa)

იატაკის მოხვეწა ზოგადი მიმოხილვა დღესდღეობით, საკმაოდ აქტუალურია ისეთი სარემონტო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ბუნებრივი მასალები, მაგალითად: ხის იატაკი. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ტრადიციოული და თანაც ბუნებრივი, ვიდრე ხის იატაკი? არ აქვს მნიშვნელობა ხის ფიცარია თუ პარკეტი, თითქმის ნებისმიეი ტიპის ინტერიერს კარგად ერგება ხის მასალით გაკეთებული ავეჯი, კედელი, და მათ შორის იატაკი. ამის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გამარტივდა უკვე მოძველებული და შესაძლოა დაზიანებული ხის იატაკის განახლება, რასაც იატაკის მოხვეწა ჰქვია, იგივე ციკლოვკა. იატაკის

სრულად

ავეჯის შეკეთება (საწოლი, კარადა, გარდერობი) / avejis sheketeba (sawoli, karada, garderobi)

ავეჯის შეკეთება გულისხმობს სამუშაოს ნებისმიერ ასპექტს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ძველი კარადა ან სკამი შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს პირვანდელ მდგომარეობას. ხშირად, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც ნაწილის მოხსნა ან შეცვლა - ავეჯის შეკეთების შედეგად ავეჯი ხელახლა გამოსაყენებელი ხდება და შესაძლოა მეტი ღირებულების მქონეც კი გახდეს. სანამ

სრულად

ფრეონის დამატება კონდიციონერზე / freonis damateba kondicionerze

რამდენად ხშირად გჭირდებათ ფრეონის დამატება ცენტრალური კონდიცირების განყოფილებაში? გაინტერესებთ რამდენად ხშირად გჭირდებათ ფრეონის დამატება თქვენს ცენტრალურ? თუ ასეა, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ამ სტატიაში ჩვენ ვფარავთ: რა არის ფრეონი? როგორ მუშაობს ფრეონი სახლში, რამდენად ხშირად გჭირდებათ თქვენი HVAC კონდიციონერის სისტემის გადატვირთვა? შეიძლება თუ არა ფრეონმა დაიკლოს კონდიციონერის სისტემაში? და რა არის იმის ნიშანი/ნიშნები, რომ კონდიციონერს ფრეონის დამატება სჭირდება. გამაგრილებელი

სრულად

სატელიტური ანტენის ხელოსანი, გასწორება მონტაჟი / satelituri antenis xelosani, gasworeba montaji

როგორ გაასწოროთ DIREC TV სატელიტური ანტენა უკეთესი სიგნალისთვის თუ თქვენ განიცდით მცირე სატელიტურ კავშირს ან საერთოდ არ გაქვთ სატელიტური მაუწყებლობის სიგნალი, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი სატელიტური ანტენის ხელახალი გააქტიურება (ან ხელახლა გასწორება/დამიზნება) სამაუწყებლო სიგნალის მოსაპოვებლად ან სრულყოფილად შესასრულებლად. თუ თქვენ გირჩევნიათ პრობლემის თავად მოგვარება, ვიდრე ტექნიკოსის გამოძახება, მაშინ შემდეგი ინსტრუქციები დაგეხმარებათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში: ხელახლა დააყენეთ DIREC TV მიმღები. ხელახლა აამაღლეთ თქვენი სატელიტური თეფში/ანტენა. ხელახლა დაიცავით თქვენი სატელიტური თეფში/ანტენა. თუმცა,

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22