თბილისის სახელოსნო

ავეჯის შეკეთება / avejis sheketeba

ავეჯის შეკეთება გულისხმობს სამუშაოს ნებისმიერ ასპექტს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ძველი კარადა ან სკამი შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს პირვანდელ მდგომარეობას. ხშირად, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც ნაწილის მოხსნა ან შეცვლა - ავეჯის შეკეთების შედეგად ავეჯი ხელახლა გამოსაყენებელი ხდება და შესაძლოა მეტი ღირებულების მქონეც კი გახდეს.

სანამ ავეჯის შეკეთებას შეუდგებით, ან ხელოსანს მიმართვთ, შეამოწმეთ თქვეინ დაზიანებული ავეჯის ნიშნები, რომლებმაც შეიძლება მიუთითონ მისი წარმოშობა. თუ ეჭვი გეპარებათ, რა აქვს შესაცვლელი მას, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, სანამ რაიმე სამუშაოს გააგრძელებთ. თუ თქვენ არ ხართ გამოცდილი ავეჯის რესტავრატორი და თუ თავად არ იცით როგორ შეაკეთოთ ავეჯი, მაშინ მიანდეთ ეს საქმე გამოცდილ ავეჯის ხელოსანს, მომსახურებაში ხშირად შედის ისეთი სერვისებიც, როგორიცაა ავეჯის დაშლა, ავეჯის დამზადება, აწყობა, რესტავრაცია, გადაკეთება, დაზიანებული ავეჯის შეკეთება, შალითებისა და ღვედების შეცვლა, კარადის კარებების რეგულირება და გამაგრება, როლიკებისა და რელსების შეცვლა, და ა.შ. ავეჯის შეკეთების სერვისი ასევე მოიცვს სხვადასხვა ტიპის ავეჯის, მათ შორის დივნის, საწოლის, სავარძლების შეკეთება, კარ-ფანჯრის საკეტების შეკეთება, სკამების რემონტი, და სხვა.

რჩევები ხის ავეჯის შეკეთებისთვის

ნაკაწრებიდან ლაქებამდე, თქვენი ყავის მაგიდა ან სხვა ტიპის ავეჯი ზიანდება და ნაწიბურებს იჩენს დროთა განმავლობაში თუ დროულად არ მოხდება მისი შეკეთება ან რესტავრაცია. როგორც ბუნებრივი მასალა, ხე შეიძლება აღდგეს და დაუბრუნდეს თავის ყოფილ ფორმას. ავეჯის ეს სარემონტო რჩევები თქვენს ხის ავეჯს სრულიად ახალ სიცოცხლეს მისცემს.

თუ გსურთ, რომ თქვენი ავეჯი ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული დრო და ძალისხმევა დახარჯოთ დასუფთავებასა და მოვლაში. როგორც წესი, თქვენ კარგად ასუფთავებთ და წმენდთ ავეჯს, მაგრამ თუკი ავეჯი ოდესმე დაზიანდება, მას გაწმენდა არ უშველის და საჭირო გახდება გამოცდილი ხელოსნის დახმარება პრობლემის პრევენციისთვის. არსებობს სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ ასეთი საქმე, თუნდაც საჭირო ცოდნის გარეშე. არსებობს ასევე მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად იმუშაოთ მცირე დაზიანების გამოსასწორებლად და მიმართოთ მხოლოდ სარემონტო ან დასუფთავების კომპანიას, თუ პრობლემა საკმაოდ დიდია.

გჭირდებათ ხის ავეჯის რემონტისთვის რამდენიმე მარტივი იდეა? მიეცით თქვენს ძველ ხეს განახლებული იერი ამ რჩევებითა და ხრიკებით. თუ არ გსურთ დახარჯოთ დრო, ფული და მთელი ძალისხმევა ავეჯზე ზრუნვისთვის, ეს რჩევები თქვენთვისაა. აქ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელსაც შეუძლია თქვენი ავეჯი დაზიანებისგან დაიცვას:

როგორ დავმალოთ პატარა ნაკაწრები და ნაწიბურები ავეჯზე?

ადრე თუ გვიან თქვენს ავეჯზე ჩნდება ნაკაწრები, თუნდაც სხვა ოთახში ავეჯის გადატანისას, ან სხვადასხვა ნივთების მასზე განლაგებით, ზოჰჯერ კი წყლის დაღვრის შედეგადაც შეიძლება დაზიანდეს. საბედნიეროდ, თქვენ არ გჭირდებათ დიდი ძალისხმევა ასეთი უმნიშვნელო დაზიანების გამო, რადგან ამის გამოსასწორებლად საჭიროა მხოლოდ ფლომასტერის ანუ მარკერის გამოყენება. თუ თქვენი ავეჯის მასალა მარკერის ფერს ემთხვევა, შეგიძლიათ იგი ნაკაწრზე წაუსვათ და ნახავთ, თუ როგორ მალევე ქრება ეს მცრიე დაზიანება. ეს ტექნიკა უსაფრთხოა ავეჯისთვის, რადგან ის ნაკაწრს ფარავს მხოლოდ და არ აზიანებს მასალას. თუმცა ორმაგად უნდა დაფიქრდეთ, როდესაც მას ანტიკვარულ ავეჯზე გამოიყენებთ, რადგან ამან შეიძლება მისი ღირებულება შეამციროს.

ხის ავეჯის შეკეთება: ნაკაწრების მოშორება ავეჯის ზედაპირზე

თუ ნაკაწრი, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ, არის ავეჯის ზედაპირზე, თქვენ დაგჭირდებათ განსხვავებული მიდგომა. მოიმარაგეთ ცოტაოდენი ქიმიური ნაზავი და წაუსვით ეს სითხე გაკაწრულ ზედაპირზე. შემდეგ, წაუსვით ახალი საფარი და შეასრულეთ ავეჯის საფუძვლიანი გაწმენდა. პროცესის დასასრულებლად დაამატეთ ლაქის შესაღები ფენა.

როგორ გავწმინდოთ წებოვანი ან/და ცხიმიანი ავეჯის ზედაპირი?

საკვების ნარჩენები და ლაქები ყველაზე მარტივად რჩება ავეჯზე და მისი მოშორება ძნელია თუ თავიდანვე საფუძვლიანად არ გაწმენთ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ერთი ასეთი ნიშანი ხის ავეჯზეა. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ გჭირდებათ ავეჯის დასუფთავების სპეციალიზებული ხსნარი, მაგრამ არის ერთი პროდუქტი, რომლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: ეს არის სპირტი. ამ გზით თქვენ ასუფთავებთ ავეჯს სუფთა ქსოვილის ხსნარით და წაშლით ლაქის არეს. თუ თქვენს ხის ავეჯს აქვს მოჩუქურთმებული ელემენტები და ამოღრმავებული დეტალები, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბის დისკი ამ ადგილებში მისაღწევად და ამგვარად წაუსვამთ სპირტს გასაწმენდად.

ავეჯის შეკეთება: წყლის და დამწვრობის ლაქების მოშორება

სველმა ჭიქებმა და ყავის ცხელ ჭიქამაც კი შეიძლება ავეჯი დააზიანოს, განსაკუთრებით თუ ის ხის ავეჯია, ამ დროს ხეზე უსიამოვნო თეთრი რგოლები რჩება და თითქმის ვეღარ ეცლება. როდესაც ტენიანობა ხვდება ხის ზედაპირზე ის საფრთხეს უქმნის ხის ჭრილებში ჩარჩენას. შედეგად, თეთრი რგოლები ჩნდება ზედაპირზე. თუ მუქი რგოლები გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა რეალურად აღწევს ხის მიღმა შიგნით. მუქი რგოლები წარმოიქმნება ხის და ტენიანობის ქიმიური რეაქციის გამო. როდესაც თქვენ იწყებთ მუქი ლაქების შემჩნევას, მარტივი გამოსწორების შანსი მცირდება. ამ ეტაპზე, ავეჯის შეკეთება დაგჭირდებათ. თეთრი რგოლების რემონტი ბევრად უფრო ადვილია. წყლის ნიშნის მოსაშორებელი ნაჭერი ყოველთვის შესაფერისია, თუ მას აქვს ატლასისებრი, ნახევრად პრიალა ქსოვილი.

თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ხის ავეჯის შემკეთებლის პროფესიონალის დახმარება. არსებობს ადგილზე მისვლის და ავეჯის შეკეთებისა თუ ავეჯის რემონტის სერვისი, რომელიც აგზავნის ტექნიკოსს თქვენს სახლში რემონტის ჩასატარებლად.

რაც შეეხება ავეჯზე დამწვრობის ნიშნის გაქრობას, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ავეჯის ნაწილზე დამწვრობის კვალი გამოუვალი მდგომარეობაა. ავეჯი შეიძლება დაზიანდეს უკიდურესი სიცხისგან ან დამწვრობისგან. ასეთ დროს, ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ თქვენი ავეჯი შეიძლება კიდევ ერთხელ შეკეთდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ იერსახეს. თუ დაზიანებული ტერიტორია ავეჯზე არ არის ძალიან დიდი და ვინაიდან დამწვარი ხე არის სუსტი მასალა, თქვენ უნდა ამოიღოთ დამწვრობის ნაწილის მხოლოდ დამწვარი ნაწილი.

ამის გაკეთება შესაძლებელია მოხრილი, გლუვი დანის პირის გამოყენებით. ნებისმიერი დარჩენილი დამწვარი ნაწილის მოსაშორებლად ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. ასევე დაგჭირდებათ რბილი ქსოვილის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც საჭიროა გაიწმინოს ფხვიერი ანუ დამწვარი ნაწილები და არსებული მტვერი ხის ავეჯის ზედაპირიდან. შეავსეთ დაზიანებული ტერიტორია სპეციალური შემავსებლის ჩხირის გამოყენებით, რომელიც საუკეთესოდ ერგება ხის ვიწრო ნაპრალებსაც. ზედმეტი მასა მოაშორეთ მიმდებარე ზედაპირზე ქაღალდის ხელსახოცით. ავეჯის დაზიანებულ ტერიტორიაზე შეიძლება ჯერ კიდევ ოდნავ შესამჩნევი იყოს დამწვრობისგან დაზიანებული ხე, მაგრამ შემავსებელი მასა დაეხმარება დამწვრობის ზიანს დაფაროს და დაიცვას შემდგომი ტენიანობისგან.

ტყავის ავეჯის შეკეთება

ტყავის ავეჯის ფლობისას უსიამოვნო ფაქტია, რომ შესაძლოა ადრე თუ გვიან ტყავი გაიხეს, დაიკაწროს, მარტივად დაზიანდეს, ან აიქერცლოს; და თუ გყავთ შინაური ცხოველი - უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენს ტყავის დივანს სავარაუდოდ მალევე დასჭირდება შეკეთება. ვინაიდან ამ ტიპის დაზიანებები ხშირია ტყავის ავეჯთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს საკმაოდ ბევრი ხრიკი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ავეჯის შესაკეთებლად.

ტყავის გახეხვის, გაჭრისა და გაწმენდის შემთხვევაში, უმჯობესია, პროფესიონალურმა სარემონტო სამსახურმა, როგორიცაა ბინაზე მისვლა და ავეჯის შეკეთების სერვისი, იზრუნოს თქვენს ავეჯზე. მათ ექნებათ პროფესიონალური მასალები, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ შედეგს ტყავისა და ვინილის ამ ტიპის დაზიანებისთვის.

სხვა სერვისები

კარების ხელოსანი (საკეტის მონტაჟი, შეცვლა) / karebis xelosani (Saketis montaji, shecvla)

კარების ხელოსანი კარის ინსტალაციის პროცედურა ძირითადად დამოკიდებულია კარის ტიპზე, მაგრამ ამ სტატიაში განხილული მითითებებისა და რეკომენდაციების უმეტესობა გამოიყენება კარის ტიპის უმეტესი ნაწილის შემთხვევაში. ზოგადად, კარის დაყენება შედარებით მარტივი პროცესია, თუ ყველა კარის ხელოსანს ყველა საჭირო ხელსაწყო მომარჯვებული აქვს და ინსტრუმენტები მისთვის ხელმისაწვდომია. კარის ინსტალაციის ეს პროცედურა, რომელსაც ქვემოთ მიმოვილიხავთ, გამოიყენება ხის, ბოჭკოვანი მინის, ანუ მინაპლასტიკის და ალუმინის კარის მოდელებზე. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ რამდენიმე შესანიშნავ ტექნიკურ რჩევასა და მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარის მარტივად დაყენების პროცესში. რა უნდა გაითვალისწინოთ კარის დაყენებისას თავდაპირველად

სრულად

მაკულატურის ჩაბარება / makulaturis chabareba

მაკულატურის ჩაბარება მაკულატურა წარმოადგენს ვადაგასული ქაღალდის, მუყაოს ნაკეთობისა, პოლიგრაფიული და კიდევ სხვა საწარმოთა ქაღალდის ნარჩენებს. მაკულატურას, როგორც წესი იყენებენ მეორად საქონლად ქაღალდის ფაბრიკებში. მაკულატურის უტილიზაციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და სარგებელი აქვს სახალხო / სამეურნეო თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც მაკულატურას აბარებთ შესაბამის დაწესებულებებში, თქვენ ამით ეხმარებით და საშუალებას აძლევთ, დაიზოგოს მერქნის ნედლეული და ამავდროულად შეამციროთ მზა პროდუქციის თვითღირებულებაც კი. მაკულატურა

სრულად

სარეცხი მანქანის ხელოსანი / Sarecxi manqanis xelosani

სარეცხი მანქანის ხელოსანი ერთ დღეს თქვენი სარეცხი მანქანა ერთგულად მუშაობს, სათანადოდ ასუფთავებს და რეცხავს თქვენს ტანსაცმელს, თანაც ისე, რომ თქვენ არც კი მოგივათ აზრად, რომ ერთ დღესაც შესაძლებელია მასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას გადააწყდეთ. სარეცხი მანქანის ეფქტურად მუშაობას შესაძლოა ხელი შეუშალოს მრავალმა ისეთმა ფაქტოებმა, მაგალითად, როგორიცააა აპარატის აუზში წყლის გაუდინრობა; სანიაღვრეა, მაგრამ არ ტრიალებს; ტანსაცმელი გარეცხილია, მაგრამ ძალიან სუფთა არ არის; სარეცხ მანქანაში გარეცხილ ტანსაცმელზე სარეცხი ფხვნილის ლაქები რჩება, და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. ასეთ

სრულად

ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება / centraluri gatbobis qvabis sheketeba

ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება ცენტრალური გათბობის სისტემის გაუმართაობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რაც უშუალოდ გათბობის ქვაბისა და შესაძლოა მთლიანი სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებეს, რასაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა უპირატესობა ყურადღებას არ აქცევს. როდესაც ცენტრალუი გათბობის ქვაბი გარკვეულ ,,ასაკს” მიაღწევს, იგი უფრო მეტად იშლება და მწყობრიდან გამოდის. მაშინაც კი, თუ გათბობის ქვაბი რამდენჯერმე შეაკეთეთ, დროთა განმავლობაში მისი შეცვლის აუცილებლობა დადგება. რამდენად ეფექტურია ძველი ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება აუცილებელია

სრულად

პერფორატორით დანგრევა – კედლის დემონტაჟი ნარჩენების გატანა / perforatorit dangreva - kedlis demontaji narchenebis gatana

პერფორატორით დანგრევა სამშენებლო პერფორატორი ეს არის ბურღი, იგივე დრელი, რომელშიც ძირითად დარტყმით მოქმედებას ახორციელებს უკუქცევით - წინსვლითი მექანიზმი. პერფორატორის გამოყნებით შესაძლებელია სხვადასხვა ნგრევითი სამუშაოების შესრულება, მათ შორის სინკარის, ბეტონის, ბლოკის, სტიაშკის აყრა, აგურის, კაფელ მეტლახის აყრა, კარ ფანჯრის დემონტაჟი, კაბელ კანალის შტრაბების ამოჭრა, და კიდევ სხვა. რა არის დემონტაჟი? დემონტაჟი

სრულად

ავეჯის შეკეთება (საწოლი, კარადა, გარდერობი) / avejis sheketeba (sawoli, karada, garderobi)

ავეჯის შეკეთება გულისხმობს სამუშაოს ნებისმიერ ასპექტს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ძველი კარადა ან სკამი შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს პირვანდელ მდგომარეობას. ხშირად, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც ნაწილის მოხსნა ან შეცვლა - ავეჯის შეკეთების შედეგად ავეჯი ხელახლა გამოსაყენებელი ხდება და შესაძლოა მეტი ღირებულების მქონეც კი გახდეს. სანამ

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22